მარტვილში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს

მარტვილში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. იგი იყო ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი. გამსახურდია გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content